მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის ტრენინგს ატარებენ

სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის ტრენინგს ატარებენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის მულტიდისციპლინური კურსი ტარდება.

სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები სლოვენიელი ექსპერტებისგან, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ, რომლის მიზანი აღნიშნული მიმართულებით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება, მისი შესაბამისობა არსებულ გამოცდილებასთან დაპროფესიული ცოდნის ამაღლებაა. ტრენინგზე ძირითადი აქცენტები კეთდება სლოვენიაში არსებულძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.  

კურსის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელი, ხარისხის კონტროლი, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფსიქოლოგიური ასპექტების, ქალებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის შესახებ იმსჯელებენ.

სატრენინგო კურსს სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქრისტინა ჰერტლი, ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი  მილოშ ვროვეჩი, რადიოგრაფერი, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერი ვერონიკა კუტნარი, სამედიცინო ფიზიკოსი ურბან ჟდესარი და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის პროექტების მენეჯერი, ექსპერტი მატეა კურირი ატარებენ.  

ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და ქრისტინა ჰერტლიმ. გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ,ევროპული, კერძოდ, სლოვენიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.ასევე, ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ  ხარისხის კონტროლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭრა აღუთქვეს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კვლავვიმყოფებით. ბევრი რამ უკეთესობისკენ არის შეცვლილი. აქ ვართ, რათა გაგიზიაროთ ჩვენი პროგრამის გამოცდილება, რომელიც 2008 წლიდანმიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვანელმა.

კურსის ფარგლებში, სლოვენიელი სტუმრები ეროვნული სკრინინგ ცენტრის ყველა ფილიალს დაათვალიერებენ, ადგილზე გაეცნობიან ახალი თაობის მამოგრაფების მუშაობას და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …