მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ივანე ჩხაიძე: სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო

ივანე ჩხაიძე: სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო

სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია, თუმცა შესაძლოა, მათმა რაოდენობამ იანვარ-თებერვალში მოიმატოს.

„სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის რეკომენდაცია გამომდინარეობს ინფიცირებულების რაოდენობიდან, თუ რამდენად ბევრია. ნათელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწვავე რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია. იმ მონაცემებში, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე გვქონდა პიკური პერიოდი კალენდარულ 46-ე კვირას, ნოემბრის ბოლოდან კი შემცირდა გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელება.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრიპისმაგვარმა შემთხვევებმა იანვარ-თებერვალში მოიმატოს. დღევანდელი მონაცემებით, პიკი უკვე გადავლილია, შესაბამისად, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა საჭირო არ არის, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ვიმედოვნებ, რომ ტრაგიკული არ იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ რეკომენდაციად რჩება. ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, მათთვის სასურველია აცრა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.                     Ipn.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …