მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რა საფრთხეებს შეიცავს საახალწლო სუფრა – ჩაფიძის გულის ცენტრის განცხადება

რა საფრთხეებს შეიცავს საახალწლო სუფრა – ჩაფიძის გულის ცენტრის განცხადება

ჩაფიძის გულის ცენტრი სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მავნე საკვების გადაჭარბებული მოხმარებისგან.

„ახალი წლის სადღესასწაული პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიმეოროთ ინფორმაცია იმ საკვები პროდუქტების შესახებ, რომელიც სასარგებლო ან მავნებელია ჩვენი გულისთვის.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის, აუცილებელია უპირატესობა მივანიჭოთ სასარგებლო, უჯერ ცხიმებს და მაქსიმალურად შევზღუდოთ არასასარგებლო ნაჯერი და ტრანცხიმების მოხმარება.

დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმებს შეიცავს ზეითუნის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ნიგოზი, თხილი, მიწის თხილი, თევზის ცხიმი. განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტი არის თევზი, რომელიც შეიცავს პოლიუჯერ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.

ნაჯერი ცხიმები შედის კარაქში, ერბოში, ნაღებში, ყველში, ცხოველის ცხიმში, ძეხვეულში. ტრანს-უჯერი ცხიმების წყაროს კი წარმოადგენს მცენარეული მარგარინები, სპრედები, საკონდიტრო ნაწარმი, სწრაფი კვების პროდუქტები.

გულისთვის სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, რადგან შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინებს, კალიუმს და ბოჭკოს, ამასთან ისინი დაბალკალორიული პროდუქტებია და გვეხმარება წონისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

სასარგებლო პროდუქტების რიგს მიეკუთვნება ბურღულეული. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს, რომელიც ააქტიურებს პერისტალტიკას, ამცირებს ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას. ბოჭკოთი მდიდარია არარაფინირებული, უხეში დაფქვის ბურღულეული – ხორბალი, ქერი, წიწიბურა, ჰერკულესი, შვრია, ყავისფერი ბრინჯი.

გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შევზღუდოთ სუფრის მარილის, ალკოჰოლის, ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარება რაციონში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …