მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სეზონური ინფექციების პერიოდში მედიკამენტების ჭარბად მოხმარების ფაქტები გახშირდა

სეზონური ინფექციების პერიოდში მედიკამენტების ჭარბად მოხმარების ფაქტები გახშირდა

სეზონური ინფექციების პერიოდში მედიკამენტების ჭარბად მოხმარების ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ არაერთი ექიმი საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ თავად მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაა საზიანო ორგანიზმისთვის, სიცხის მკვეთრი ვარდნაც სტრესია ადამიანისთვის და არასასურველია.

ამიტომ, მედიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ ჭარბი მედიკამენტები. მაგალითად, სიცხის დამწევი წამლების ნორმაზე ჭარბად მოხმარებამ, შესაძლოა, ღვიძლის პრობლემები გამოიწვიოს.

ამის შესახებ ფარმაკოლოგმა, თსსუ პროფესორმა მაია ოკუჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, მკურნალობის პროცესში პაციენტს უნდა მივცეთ სითხეები, ის უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. რაც შეეხება სიცხის დამწევსპარაცეტამოლსა და იბუპროფენს, ისინი შესაძლოა სხვადასხვა სახელის პროდუქტში იყოს, მაგალითად „გაციების საწინააღმდეგო“ სასმელებსა და ჩაიში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მაია ოკუჯავა ამბობს, რომ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, რისკენაც მიმართულია მედიკამენტების ჭარბად გამოყენება, ორგანიზმისთვის სასურველი არ არის. ამიტომ მისი რეკომენდაციაა, სიცხის დამწევი საშუალებები 6 საათში ერთხელ მივიღოთ, დამხმარე საშუალებებად კი სითხე გამოვიყენოთ.

მისი თქმით, მხოლოდ რთულ შემთხვევაში, როცა სიცხე ძალიან მაღალია, შესაძლებელია 4 საათიანი ინტერვალის შემდეგ იბუპროფენის მიცემა, თუმცა ეს ერთჯერადი გამონაკლისი უნდა იყოს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …