მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს ორი ახალი სასწრაფო სამედიცინო მანქანა გადაეცემა

ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს ორი ახალი სასწრაფო სამედიცინო მანქანა გადაეცემა

ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს ახლო მომავალში  მაღალი გამავლობის 2 სასწრაფო სამედიცინო მანქანები გადაეცემა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს. პროექტს, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა,  ხელი ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა იმამურა აკირამ მოაწერეს.

მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით იქნება დაკომპლექტებული და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, ასევე გათვლილია მაღალმთიან რელიეფსა და მთის კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა.

პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …