მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, პალიატიური მზრუნველობა, დიალიზი – სფეროები, რომელთა დაფინანსება 2023 წელს გაიზრდება

ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, პალიატიური მზრუნველობა, დიალიზი – სფეროები, რომელთა დაფინანსება 2023 წელს გაიზრდება

რომელი დაავადებების მკურნალობის დაფინანსება იზრდება 2023 წელს – ბიუჯეტის საბოლოო პროექტის თანახმად, მომავალ წელს მთელი რიგი სამედიცინო სერვისების დაფინანსება იზრდება.

კერძოდ, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობისთვის მომავალ წელს 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. მიმდინარე წელს ეს თანხა 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

პროგრამა ითვალისწინებს მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას, მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) და საერთო ვარიაბიმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებულთათვის სპეციფიკური მედიკამენტების შესყიდვას, ზრდის ჰორმონის დეფიციტის, ტერნერის სინდრომის, პრადერ-ვილის სინდრომის და რასელ-სილსინდრომის მქონე პაციენტებისათვის ზრდის ჰორმონის შესყიდვას,  იუვენილური ართრიტით დაავადებულთათვის ბიოლოგიური პრეპარატების შესყიდვას, ფილტვების იდიოპათური ფიბროზის და სხვა დიაგნოზის მქონე პირებისათვის მედიკამენტის შესყიდვას.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებს წელს დაემატა სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო მედიკამენტები,  რისთვისაც წელს  10 მილიონი ლარი გამოიყო.  ამ ეტაპზე ქვეყანაში ამ დიაგნოზის მქონე 62 პაციენტია. ამავე პროგრამით ფინანსდება ჰემოფილიის მქონე პაციენტების მკურნალობა.

2022 წლის 4,5 მილიონი ლარიდან 5,2 მილიონ ლარამდე გაიზარდა ინკურაბელურ (განუკურნებელ) პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობაზე გამოყოფილი თანხები. 53 259 000-დან 56 მილიონამდე გაზრდილი დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციისთვის გამოყოფილი დაფინანსება. 2, 5 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზარდა ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების დაფინანსება. 35 მილიონის ნაცვლად 50 მილიონი იქნება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გამოყოფილი ბიუჯეტი. დიაბეტის მართვის ბიუჯეტი 27 მილიონიდან 30 მილიონამდეა მომატებული. 14 მილიონიდან 16 მილიონამდე გაიზარდა აივ ინფექციის/შიდსის მართვის დაფინანსება.

200 ათასით, 13,700 მილიონამდეა გაზრდილი ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს, ის 880 მილიონით დაფინანსდება, რაც 2022 წელთან შედარებით 60 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

ამასთან, არის დიაგნოზები, რომელთა მქონე პაციენტები ამ დრომდე მოითხოვენ დაფინანსების მიღებას. მაგალითად, მათ შორის არიან აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …