მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსის მსოფლიო დღეს წელს აღნიშნავს გზავნილით: „შიდსი – ჯერ არ დასრულებულა“

შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსის მსოფლიო დღეს წელს აღნიშნავს გზავნილით: „შიდსი – ჯერ არ დასრულებულა“

წელს, შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს  მთავარი გზავნილით  – „ჯერ არ დასრულებულა“.  ამ მესიჯით, AHF მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია  გასაკეთებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ახალ ინფექციებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია  გაორმაგდეს ძალისხმევა, რადგან სასწორზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა.

„მოხარულები ვართ, რომ აივ ინფექციის პროგრამების მდგრადობა თვალსაჩინო იყო როგორც მსოფლიო პანდემიის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ. თუმცა, თუ UNAIDS-ის უახლეს მონაცემებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ აივ ინფექციის მიმართ გლობალური რეაგირება აუცილებლად უნდა გაიზარდოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს, შიდსის მსოფლიო დღეს, ჩვენი მთავარი მესიჯი ყოფილიყო „ჯერ არ დასრულებულა“. ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ყველა ქვეყანაში, გაზარდონ ძალისხმევა შიდსის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობისათვის, რათა შევამციროთ ინფექციის ახალი მაჩვენებლების რაოდენობა, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შრომა წყალში ჩაიყაროს,“ – აღნიშნავს AHF-ს გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელი ტერი ფორდი.

UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე  იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.

გასული წლების მსგავსად, 2022 წლის შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით AHF საქართველოც უერთდება და 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. შეხვედრა იქნება ინფორმაციული, სადაც მოწვეულ საზოგადოებას გააცნობენ მსოფლიოში ასებულ სტატისტიკას, ისაუბრებენ პრევენციაზე, ტესტირების და მკურნალობის  მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში  ჩატარდება უფასო და ანონიმური ტესტირება.

ღონისძიებას „შიდსი – ჯერ არ დასრულებულა“ წარადგენს ნინო ხეთაგური (შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა), სიტყვით გამოვლენ:  ზაზა ლომინაძე (საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი), თენგიზ ცერცვაძე (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმონოლოგიის ს/პ ცენტრი), ირმა ხონელიძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი)

გარდა ამისა, ამავე დღეს, 12:00-14:00, AHF საქართველო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტი მოხალისეების ჩართულობით გაავრცელებენ დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებსა და კონდომებს. მნიშვნელოვანია, რომ  პროცესში ჩართული არიან სტუდენტი ახალგაზრდობა.  აქტივობა დაიწყება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.  კამპანიის ფარგლებში, ასევე, მომზადდება  საინფორმაციო სტატიები აივ/შიდსთან ბრძოლის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, რომელიც პოპულარულ და საინფორმაციო ონლაინ გვერდებზე განთავსება. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.

„ნებისმიერი პანდემიის დაძლევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას,  ადამიანის უპირველესი უფლების – სიცოცხლის დაცვას,  სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, შიდსის მსოფლიო დღეს,  ფონდის მთავარი გზავნილია „ჯერ არ დასრულებულა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა  ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით  ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და  დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით“, – აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური.

UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.

„დღეს ვეროპა არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა, მიუხედავად ამისა, AHF-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა სიამოვნებით უერთდება ადვოკატირების კამპანიას შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. აუცილებელია, ხაზი გავუსვათ აივ ინფექციასთან ბრძოლის გააქტიურების მნიშვნელობას როგორც ევროპაში, ისე  მის ფარგლებს გარეთ. ჯანდაცვის სისტემები მთელი კონტინენტის მასშტაბით ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ ლიდერებს, დროული რეაგირება ჰქონდეთ აივ ინფექციასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთი რეგიონია, სადაც შიდსის ახალი შემთხვევები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იზრდება. როგორც ყოველთვის, AHF მზადაა, პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების უზრუნველსაყოფად. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ადვოკატირებაზე, რათა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდეს ხალხზე ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკა. ჩვენ გავაგებინებთ ევროპას, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე აივ/შიდსთან ბრძოლა „ჯერ არ დასრულებულა“  – აცხადებს AHF-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ზოია შაბაროვა.

შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს – AHFwad.org

ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ

შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:

www.aidshealth.org

www.facebook.com/aidshealth

Twitter: @aidshealthcare

Instagram: @aidshealthcare.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …