მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ისრაელი საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობაში დაეხმარება

ისრაელი საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობაში დაეხმარება

ისრაელი საქართველოს აქტიურად დაეხმარება ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობასა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში. როგორც ჯანდაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩის ადას ესტერ მეიცადსა და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ისაუბრეს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში საქართველოდან ისრაელში წასული პაციენტების მკურნალობაზე, გადაუდებელი მდგომარეობის დროს ეფექტიანი დახმარების სისტემის დანერგვასა და საქართველოში მაღალტექნოლოგიური ჩარევების დანერგვისთვის ადამიანური რესურსების გადამზადების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე  მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელი აქტიურად დაეხმარება საქართველოს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობასა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში.

განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მოქალაქეთა დროებითი  დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის საკითხიც.

ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა  ჯანდაცვის  სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა,“ – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა დასახელებული პროგრამების შესახებ დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …