მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საჭიროა ხელმისაწვდომი ფასის და ხარისხის უზრუნველყოფა
პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის საჭიროა ხელმისაწვდომი ფასის და ხარისხის უზრუნველყოფა.რეფორმას დადებითად აფასებს არჩილ კაპანაძე.

საჭიროა ხელმისაწვდომი ფასის და ხარისხის უზრუნველყოფა

პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის საჭიროა ხელმისაწვდომი ფასის და ხარისხის უზრუნველყოფა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას დადებითად აფასებს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კატასტროფის მედიცინის განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი არჩილ კაპანაძე.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელება მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ–ერთი მთავარი საწინდარია.

,,პირველადი ჯანდაცვის საკითხები ნამდვილად მოსაგვარებელია და ეს რეფორმაც ამ მხრივ დროულია. გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ–ერთი მთავარი საწინდარი არის სწორეს ეს და მსგავსი რეფორმების განხორციელება.

ჩვენ უნდა დავემსგვასოთ საერთაშორისო დონის ქვეყნებს და უნდა ვეცადოთ, რომ მეტი და მეტი სიახლეები დავნერგოთ, უფრო მეტი რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც დაზოგავს სახსრებს და გააუჯობესებს ხარისხს. სწორია, რომ რეფორმების განხორციელება იწყება პირველადი ჯანდაცვით, იმიტომ, რომ შემდგომ ეტაპზე გადასული დაავადების მართვა უფრო ძვირიც ჯდება და გვიანიც არის.

პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის საჭიროა ხელმისაწვდომი ფასი და ხარისხი. ჩემი აზრით ეს რეფორმა არის უფრო გრძელვადიან ეტაპზე გათვლილი, მაგრამ თუ არ დავიწყებთ დღეს, არ გვექნება შედეგი არც ხვალ და არც მომავალში. ამიტომ, ნებისმიერი მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან ხედვებზე, რათა შედეგი იყოს ისეთი, როგორიც უნდა საზოგადოებას’’, – ამბობს არჩილ კაპანაძე.

მისი აზრით, სწორედ გრძელვადიანი პროექტების განხორციელებით მიიღწევა ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებმაც საერთაშორისო დონის ჯანდაცვამდე უნდა მიგვიყვანოს.

droni.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …