მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » კომერციულ სექტორში გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო – ფასი 60 ლარია

კომერციულ სექტორში გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო – ფასი 60 ლარია

გრიპის სეზონური ვაქცინაცია კომერციულ სექტორშიც დაიწყო.

„ევექსის“ ცნობით, ვაქცინაცია ხორციელდება «Abbott Laboratories GmbH» (ნიდერლანდები) ოთხკომპონენტიანი ვაქცინით – ინფლუვაკი ტეტრა და

ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან.

ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს წინასწარი ჯავშნების გარეშე ევექსი კლინიკების თბილისის პოლიკლინიკებში ვაქცინაციის ღირებულება 60 ლარია.

ვაქცინაციის საათებია: ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00; 14:00-17:00

შაბათი 10:00 – 13:30.

ასევე 60 ლარი ღის გრიპის იგივე ვაქცინის გაკეთება ავერსის ქსელში.

აღნიშნული ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც რისკ ჯგუფში არ შედიან და, შესაბამისად, უფასო ვაქცინაცია არ ეკუთვნით.

რისკ ჯგუფებში კი შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები შედიან: ორსულები, 65 წელს გადაცილებულები, დიაბეტის მქონე პირები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირები, ბრონქული ასთმით დაავადებულნი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და სხვა. მათ სახელმწიფო იმუნიზაციას სრულად უფინანსებს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …