მაღალი ალერგენული თვისებების სარეველა მცენარეების ყვავილობა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც
სეზონური ალერგიის პერიოდის მიუხედავად, მუდმივად აწუხებთ ალერგიული სიმპტომები და არ ააქვთ კონკრეტული პასუხი რომელი ალერგენი ან ალერგენები შეიძლება იყოს ამ სიმტომების გამომწვევი.
ამ ადამიანებს ცენტრი მოლეკულურ დიაგნოსტიკას სთავაზობს.
როგორც ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში განმარტავენ, მოლეკულური ალერგოდიაგნოსტიკა ერთი ტესტის საშუალებით აძლევს პაციენტს პასუხს არის თუ არა ალერგიული 100 -ზე მეტ ალერგენზე. ფასები 485 ლარიდან 790 ლარამდეა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის პროგნოზით,
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია დაბალ ნიშნულზეა. ერთეული სახით დაფიქსირდება მრავალძარღვას (Plantago) და ჭინჭრის (Urtica) მტვრის მარცვლები.
საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ამბროზიას მტვრის მარცვლების კონცენტრაცია კი შემცირდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ამასთან, იზრდება ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია დაბალ ნიშნულზეა.