საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა (წინა წლის იგივე პერიოდში ეს მონაცემი 21 839 იყო). ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი (წინა წლის პირველ ნახევარში -25 821 )
2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -6 486 კაცით განისაზღვრა (შარშან ეს მონაცემი – 3982 იყო). ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში 45946 ადამიანი დაიბადა, გარდაიცვალა 59906. გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ასეთი დისბალანსი კოვიდპანდემიით აიხსნება.