მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თამბაქო, ალკოჰოლი და არაჯანსაღი კვება – საქართველოში ინსულტის მაჩვენებელი იზრდება

თამბაქო, ალკოჰოლი და არაჯანსაღი კვება – საქართველოში ინსულტის მაჩვენებელი იზრდება

საქართველოში დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია.

ამის შესახებ ნათქვამია ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა  „ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში: საქართველო“ „ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებენ სიკვდილიანობის და ავადობის მაღალ მაჩვენებელს. საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37.7%-ს აქვს მაღლი არტერიული წნევა (აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს, რომელიც 33.4%-ს შეადგენდა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს, სათანადო მართვის არარსებობის შემთხვევაში. ანალოგიურად, იზრდება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი. ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია კვებითი რისკები, პლაზმური გლუკოზის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე და ჭარბი წონა.

წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. თუმცა, საქართველომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტად აქცია და პოლიტიკის წარმატებული გატარების შედეგად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა 10%-ით, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება შემცირდა 15%-ით და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში შემცირდა 90%-ით.

მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ საქართველომ პროგრესს დიდი გამოწვევების კონტექსტში მიაღწია: სუსტი ფინანსური დაცვა და პირველადი ჯანდაცვა, ექთნების მწვავე დეფიციტი და არაგადამდები დაავადებების გავრცელება წარმოადგენს მთავარ გამოწვევებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

თითოეული მოსაზრება მოიცავს ქვეყნის უახლეს ინფორმაციას მისი 14 ახალი ანგარიში გამოქვეყნდა ჯანმოს ევროპის 72-ე რეგიონული კომიტეტის დროს თელ-ავივში, ისრაელში, 2022 წლის 12 სექტემბერს. უახლესი ანგარიში  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …