მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ნარკოტიკების ზედოზირებით წელიწადში ათეულობით ადამიანი იღუპება

საქართველოში ნარკოტიკების ზედოზირებით წელიწადში ათეულობით ადამიანი იღუპება

დღეს საქართველოში ნარკოტიკების 50 000-მდე ინექციური მომხმარებელია, რაც ჩვენი ქვეყნის პოპულაციისთვის საგანგაშო მაჩვენებელია, ზედოზირებით სიკვდილის ფაქტების ოფიციალური სტატისტიკა კი არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ავრცელებს, რომელიც დღეს ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებებს მართავს. საინფორმაციო კამპანია წარიმართება სახელწოდებით „გახსენების, მოქმედების დროა“.

„ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე“ 2001 წლიდან აღინიშნება.

საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით გლობალურად ყოველ წელს ზედოზირების შემთხვევების გამო დაახლოებით 190 900 ადამიანი იღუპება, საქართველოს შესახებ კი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით სავარაუდოა, რომ საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება.

„შემთხვევათა უმრავლესობა გადარჩენას ექვემდებარება, თუმცა ნალოქსონზე ხელმისაწვდომობის არ ქონა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული შიში, დროულად დახმარების აღმოჩენის შანსებს ამცირებს. ზედოზირების მართვის საკითხი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულად აქტუალურია, მას შემდეგ, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ფართოდ გავრცელდა და ყოველ დღე ახალი სახეობის ნივთიერება ჩნდება ბაზარზე. კამპანია მიზნად ისახავს წინ წამოწიოს ზედოზირებით გარდაცვალების პრობლემატურობა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღება მიაპყროს ზედოზირების თავიდან აცილების კანონიერ, ადამიანზე და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გზებზე.

ცნობისთვის: „ნალოქსონი“ ეფექტიანია ოპიოიდური ნარკოტიკის ზედოზირების სამკურნალო, როდესაც ადამიანს უკეთდება ამ წამლის ინექცია, ოპიოიდის ეფექტები (როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა და სედაცია) მყისიერად ჩერდება და ადამიანი წამებში (ორ წუთამდე) გონს მოდის, თუმცა „ნალოქსონი“ ხანმოკლე მოქმედებისაა და როცა ეს პერიოდი გადის, პაციენტი შეიძლება, ისევ კომაში ჩავარდეს, რადგან ნარკოტიკი ჯერაც ორგანიზმშია და მისი სახიფათო ტოქსიკური მოქმედება შეიძლება განახლდეს. ხშირ შემთხვევაში „ნალოქსონის“ ინექცია განმეორებითად უნდა გაკეთდეს, სანამ ოპიოიდური ნარკოტიკი სრულიად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან.

„ნალოქსონის“ საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტი. მიმდინარე წლის აპრილში კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტები აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა. წამლებს შორის არის პრეპარატი ნალოქსონიც.

jandaca.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …