საქართველოში ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ ქვეყნების მაჩვენებლებს. ექთნებით უზრუნველყოფის მაჩვენებლები კი თითქმის ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონის და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ჯანმრთელობის დაცვა საქართველო -2022“.
დოკუმენტის თანახმად, ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-2.7 ექთანი მოდის და ამ მაჩვენებლის ზრდა პოზიტიურ ტენდენციად არის მიჩნეული. საქართველოში ეს მაჩვენებელი 0.98-ს შეადგენს
სტატისტიკის თანახმად, ქვეყანას ამ ეტაპზე 22490 ექიმი ჰყავს, საექთნო პერსონალის რაოდენობა კი 22078-ია.