23 ივლისს, 13:30 საათზე, სასტუმრო „რუმსიჰოუთელ თბილისი „(მის: მ.კოსტავას #14)) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E -ს ორგანიზებით,საინფორმაციო–საგანმანათლებლოშეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება იმართება საქართველოს ბაზარზე მოქმედი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის „როშ ჯორჯია“, „ასტრა-ზენეკას“, „ნოვატისის“ , “სერვიეს“, კიბოს კვლევის ჯგუფისა და IDC –ის მხარდაჭერით და მიზანად ისახავს პაციენტების ინფორმაციულობის დონის ამაღლებას.
შეხვედრა იქნება საგანმანათლებლო ხასიათის და გაიმართება სამუშაო ფორმატში, რომელშიცმონაწილეობას მიიღებენ ექიმები, ექსპერტები,ფსიქოლოგები, პაციენტები, მედია, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიებას წარუძღვებიან დარგის ექსპერტები, რომლის მიზანია, რომ ხელიშეუწყოს პაციენტებში ონკო დაავადებებეისცნობადობის გაზრდას, ფსიქო–სოციალურიფაქტორების მნიშვნელობა ონკოპაციენტისმართვისას, სკრინინგსა და დაავადებისადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, „ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასაქართველოში, მკურნალობის დროს არსებული ხარვეზები, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრულფასოვანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის, სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროცესში და სხვა.
ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვემედიცინის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალურიპრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეებისიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოშიმეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიისსფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებებისსიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლომონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდებაონკოლოგიური დაავადების 9 მილიონიახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოშიონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზემყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს60 მილიონს. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობართული და ხანგრძლივი პროცესია. ონკოლოგიაში სადღეისო მიღწევები იძლევაეფექტური მკურნალობის საშუალებას. უფრო მეტიც, ადრეულ ეტაპზე დაწყებული დროული და სწორი მკურნალობა, ზოგიერთი კიბოს დროს, განკურნების შანსს წარმოადგენს.
ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.