მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯეო ჰოსპიტალსი: დაბალი ანაზღაურების გამო ქვეყნიდან ექთნები და სანიტრები მიდიან

ჯეო ჰოსპიტალსი: დაბალი ანაზღაურების გამო ქვეყნიდან ექთნები და სანიტრები მიდიან

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე Jandacva.ge-სთან  სანიტრების და ექთნების  დეფიციტზე საუბრობს და ამის მიზეზად მიზერულ სახელფასო ანაზღაურებას ასახელებს.

როგორც კობახიძე განმარტავს, ამ ადამიანებმა დაიწყეს საზღვარგარეთ გასვლა როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში.

„ქვეყნიდან გასული ჩვენი მოქალაქეები მუშაობენ ბევრად უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ისევ იგივე ეტაპზეა, ველოდებით DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით -Diagnosis-Related Groups) სისტემაზე გადასვლას (ანაზღაურების ახალი სისტემის თანახმად, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს), რომ მომხიბვლელი გახდეს სამედიცინო ბიზნესში ნებისმიერი ინვესტირება,“-აცხადებს ნინო კობახიძე.

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნულ პრობლემაზე  2020 წელსაც საუბრობდა. მაშინ კობახიძე განმარტავდა, რომ აუცილებელი იყო გადახედილიყო ექთნების და სანიტრების ანაზღაურება.

ცნობისთვის, დღეს  ქვეყანაში არსებულ კლინიკებში ექთნების და სანიტრების საშუალო ხელფასი 300-500 ლარია.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …