2022 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, პროფესიული განვითარების საბჭოს 15 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საბჭომ, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე, 64 საკითხი განიხილა. სხდომაზე დაისვა 183 ექიმის და 1 პარამედიკოსის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. 74 ექიმს და 1 პარამედიკოსს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, 29 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, 5 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი, 45 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა.
„პაციენტთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, სამედიცინო გადაცდომებისა და არაპროფესიონალური ქმედებების აღკვეთის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო, კანონის სრული დაცვით განაგრძობს თავისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას.
გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
jandacva.ge