მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ფსიქიკური და ნერვული სისტემის დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება

ფსიქიკური და ნერვული სისტემის დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება

რომელი დაავადებების წილი იზრდება საქართველოში ადამიანების გარდაცვალების მიზეზებს შორის? საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, სიმსივნით ნაკლები ადამიანი დაიღუპა. კერძოდ, თუ 2020 წელს ონკოლოგია 8089 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა, 2021-ში ამ დიაგნოზით 7640 ანუ 449-ით ნაკლები მოქალაქე დაიღუპა.

ამასთან, გაიზარდა ნერვული სისტემის დაავადებებითა და ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით გარდაცვალების მაჩვენებელი: ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით 2020 წელს 76 ადამიანი გარდაიცვალა, 2021-ში კი – 154. ნერვული სისტემის ავადმყოფობები 2020 წელს 562 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა, 2021-ში – 702-ის. მზარდია ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობებისგან გარდაცვალების სტატისტიკა და ის დასახელებულ წლებში 1 0110-დან 1 268-მდე გაიზარდა.

გარდაცვალების მიზეზებს შორის მზარდია (85-დან 114-მდე) თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები.

ამასთან, 4 017-დან 3 709-მდე შემცირდა სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვალების სტატისტიკა.

შეგახსენებთ: საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, 2021-ში კი  59 906. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი).

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …