ვირუსების სეზონის დასრულების მიუხედავად, მისთვის დამახასიათებელი ინფექციები საქართველოში ისევ აქტიურად ცირკულირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ცირკულირებს გრიპის ვირუსის რამდენიმე სახეობა (ბე ვირუსის გარდა), ასევე რინოვირუსი, სინსიტიალური ვირუსი, ენტერო ვირუსი და სხვა.
წინა კვირებთან შედარებით მცირედით შემცირდა ამ ვირუსების წილი ჰოსპიტალიზაციის საერთო რაოდენობაში. ეს მონაცემი, ბოლო კვირის მაჩვენებლით, 16%-ს შეადგენს, სამი კვირის წინ კი 27%-ს აღწევდა. რაც შეეხება ინციდენტობას, 100 ათას მოსახლეზე სეზონური ვირუსით 257 ადამიანი ავადდება, რაც ბოლო კვირების განმავლობაში არ შემცირებულა.