მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დონორების ნაწილი სისხლს უკრაინელებისთვის აბარებს, თანამემამულეებისთვის სისხლის გაღებაზე კი უარს ამბობს

დონორების ნაწილი სისხლს უკრაინელებისთვის აბარებს, თანამემამულეებისთვის სისხლის გაღებაზე კი უარს ამბობს

გასაოცარია, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც დონორები მზად იყვნენ სისხლი გაეღოთ უკრაინისთვის, თუმცა უარს ამბობდნენ სისხლის ჩაბარებას თანამოქალაქეებისთვის. თუმცა უკრაინას სისხლი არ სჭირდებოდა, რადგან იქ ომის დაწყებისთანავე ორ რამეზე იდგა რიგი – იარაღის აღებასა და სისხლის გაღებაზე. ამ შინაარსის განცხადება ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგმა, ევროსაბჭოს ექსპერტმა ლევან ავალიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, დონორები მუდმივად უნდა აბარებდნენ სისხლს და ადამიანები სულ ტონუსში უნდა იყვნენ, რასაც ხელს სახელმწიფო უნდა უწყობდეს და ეს კეთდებოდეს რეგულარულად.

„მასობრივად ჩაბარებული სისხლი არავის სჭირდება, გადის დრო და იყრება. ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. ამის ახსნა სულ საჭიროა,“ – აცხადებს ავალიშვილი.

ამასთან, ჰემატოლოგი პასუხობს შეკითხვას, რომელიც არცერთ მოქალაქეს აქვს – თუკი ის სისხლს უანგაროდ აბარებს, რატომ ღირს სისხლი გარკვეული თანხა. ლევან ავალიშვილის თქმით, ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ სისხლს კი აბარებს უანგაროდ, მაგრამ ამ სისხლის პაციენტამდე მიტანას სჭირდება დამუშავება და უზარმაზარი შრომა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული.

მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს დონორების სელექციის ერთიანი უნიფიცირებული სისტემა და ყველა სისხლის ბანკი სხვადასხვაგვარად არჩევს დონორებს. მართალია, არსებობს რეკომენდაციები, მაგრამ ამას არ აქვს სავალდებულო ხასიათი და ვერ კონტროლდება.

ლევან ავალიშვილის განცხადებით, საქართველოში 23 სისხლის ბანკია და ყველა კერძოა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო სისხლის დონორის დღეს აღნიშნავს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …