მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ეკა ადამიას განცხადებით, რეფერალური პროგრამის ფარგლებში პაციენტების დაფინანსება არ გვიანდება

ეკა ადამიას განცხადებით, რეფერალური პროგრამის ფარგლებში პაციენტების დაფინანსება არ გვიანდება

რეფერალურ პროგრამაში დაყოვნებები არ ხდება და განცხადებების განხილვა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ განაცხადა.

კითხვაზე  –  მოქალაქეთა ნაწილის განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში ვერ ახერხებენ დაფინანსების დროულად მიღებას და ამის გამო ხომ არ იგეგმება კომისიის სხდომების დამატება – ადამიამ განაცხადა, რომ კომისია კვირაში ერთხელ ტარდება და მას დაყოვნებული განცხადებები არ აქვს.

„სახელმწიფოს მხრიდან  ყველა შესაძლებლობით გადაფარულია პაციენტების საჭიროება და რეფერალური პროგრამაც ამის მაგალითია – ის სერვისები, რომლებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამებით, ანაზღაურდება რეფერალური კომისიის დაფინანსებით. თუმცა ამ კომისიას აქვს საქმიანობის წესი, რომელიც გაწერილია დებულებით და ისინი მიყვებიან მას. სამწუხაროდ, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეული განცხადების განხილვა ვერ მოხდება. აქ არის გაწერილი პერიოდულობა და ძალიან მეეჭვება, რომ გვიანდებოდეს, რადგან ძალიან სწრაფი ტემპით ხდება და კვირაში ერთხელ საკითხის განხილვა ნიშნავს, რომ არ ჩერდება ეს განცხადებები. კომისიას დაყოვნებული განცხადებები არ აქვს,“- განაცხადა ეკა ადამიამ.

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). – გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ფარგლებში  შექმნილი საერთო კომისია.

პროგრამით სარგებლობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …