მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მოძრავი სკამები კლასებში და მოძრაობის თავისუფლება საბჭოური დისციპლინის ნაცვლად – ევროპელი სპეციალისტების რჩევები 

მოძრავი სკამები კლასებში და მოძრაობის თავისუფლება საბჭოური დისციპლინის ნაცვლად – ევროპელი სპეციალისტების რჩევები 

ადრეულ ასაკში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევების დაწყების სტატისტიკა შემაშფოთებელია.

ამის შესახებ ისაუბრეს თბილისში გამართულ სემინარზე, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კერძოდ, 11 – 14 წლის ბავშვებს შორის ტკივილის ინციდენტობა ასეთია:

კისრის ტკივილი – 22%

წელის ტკივილი – 27%.

კისრისა და წელის ტკივილის ინციდენტობა მაღალია და 72%-ს აღწევს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებში.

10 – 19 წლის მოზარდთა 75% უჩივის ზურგის  ტკივილს: გოგონები – 83%, ბიჭები – 64%.

ექსპერტები მოუწოდებენ სკოლების წარმომადგენელს, პრობლემის პრევენციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაეცნონ. ერთერთი ქვეყანაა ფინეთი და მისი კონცეფცია „სკოლები მოძრაობაში“.

ამ ქვეყანაში მოსწავლეებს საშუალო სკოლის ზედა კლასებში უწევთ დღეში დაახლოებით ცხრა საათი ჯდომა. ათიდან დაახლოებით ერთმა საშუალო სკოლამ და პროფესიულმა სასწავლებელმა  გარკვეული პრაქტიკა დანერგა ჯდომის შესამცირებლად და ფიზიკური აქტივობების გასაზრდელად.

თანამშრომლების 90% მიიჩნევს, რომ ფიზიკური აქტივობა სასწავლო დღის განმავლობაში ხელს უწყობს სწავლას და  სწავლით სიამოვნების მიღებას. სტუდენტების 70% კი პროცენტი ფიქრობს, რომ ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს მათ სწავლაში. პროექტის შედეგებმა აჩვენა, რომ აკადემიური მოსწრება რეალურად გაუმჯობესდა.

გერმანიაში კი დატესტეს პროექტი „მოძრავი საკლასო ოთახი“, რომლის განსახორციელებლად დაწყებით სკოლებში სამუშაო პოზისა და მოძრაობის ხელშეწყობის ფედერალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამ მეთოდის პრინციპებია: ჯდომის დროს მოძრაობა, სწავლის დროს მოძრაობა, მოძრაობებს შორის წყვეტა, მნიშვნელობის გაცნობიერება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

როგორია საქართველოს სკოლებში ვითარება ამ კუთხით, უცნობია და არც შესაბამისი კვლევები არსებობს.

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …