საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა კი კვლევის პროცესშია 21:18, 06.06.2022 საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში აღნიშნული ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა კი კვლევის პროცესშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვლევის ეტაპზე არსებული შემთხვევის დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია, ვერ ისაუბრებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტროლზეა აყვანილი გამონაყრით მიმდინარე შემთხვევები. ამ კვირაში კი ქვეყანა აღნიშნული ინფექციის გამოსავლენ პისიარტესტებს ელოდება, რომელიც საშუალებას იძლევა, ტესტირების პასუხი ორ საათში იქნას მიღებული. „მაიმუნის ყვავილი“ ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა. 1tv.ge-ს ინფორმაცია