მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ – არტერიული ჰიპერტენზია თავის ტვინის ინსულტის მთავარ რისკფაქტორს წარმოადგენს

„გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ – არტერიული ჰიპერტენზია თავის ტვინის ინსულტის მთავარ რისკფაქტორს წარმოადგენს

 რამდენად ხშირად უნდა გავიზმოთ წნევა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი

„გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“  – კამპანიის მთავარმა გზავნილმა წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან კოვიდ-19 პანდემიამ, 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო შეაფერხა ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ექიმთან მიმართვიანობის სიხშირე.  არსებული გარემოებების დროს პროექტები, რომელიც მომატებული არტერიული წნევის შესახებ  მოსახლეობის ინფორმირებულობასა და დაავადების ადრეულ გამოვლენაზე არის მიმართული კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობა იძენს პაციენტისა და ჯანდაცვის სისტემისთვის და  წლიდან წლამდე იგი უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს.

წელევანდელი წელი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომპანია „სერვიე“ ჯანდაცვის სპეციალისტებთან  ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლა უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძო. შედეგად,  16-21 მაისი,  სკრინინიგის კვირეულად გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კლინიკის  მხარდაჭერით და თბილისის მერიის ხელშეწყობით ხალხმრავალ ადგილებში მოეწყო სპეციალური მოძრავი სამედიცინო პუნქტები, სადაც ნებისმიერი ადამიანს შეეძლო წნევის  გაკონტროლება და პირველადი კონსულტაციის მიღება სპეცილისტისაგან. ეს კიდევ ერთი წინგადადგული ნაბიჯი იყო  დაავადების ადრეული გამოვლენისა და ჰიპერტენზიის მოსალოდნელი გართულებებისაგან  პაციენტების დასაცავად.

„დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ კამპანიის ძირითადი მიზანი, როგორიცაა ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა – ნაწილობრივ შესრულებულია. თუმცა, პაციენტების მხრიდან დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და ინტესიური მეთვალყურება კვლავ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას ავუხსნათ წნევის მუდმივი კონტროლის მნიშვნელობა, რათა უკეთესად შეძლონ დაავადების მართვა და თავიდან აირიდონ  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ გართულებების რისკი. როგორიცაა ინფაქრტი, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა. კამპანია #გაიზომე წნევა ამას შენთვის გეუბნები“ მიმდინარე წელსაც მაისიდან ახალი შემართებით დავიწყეთ და  მთავარ მიზანს კვლავ მოსახლეოების მაქსიმალური ინფორმირება და დაავადების ადრეული დიაგნოსტირება წარმოადგენს. ამასთან,  წელსაც დიდი ყურადღება დაეთმო დაავადების სკრინინგს. გვჯერა, რომ ჰიპერტენზიის კონტროლის გზაზე მეგობრების და ოჯახის წევრების თანადგომა ფასდაუდებელია. ამიტომ, კამპანიის მთავარი ლაიტმოტივი ძვირფას და ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა და  არტერიული წნევის გაზომვის მოწოდებაა. ამ წამოწყებას  არაერთი წელია უამრავი ცნობადი სახე შემოურთდა, მათ შორის წამყვანი ექიმებიც ოჯახის პატარა წევრებთან ერთად. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას,– აღნიშნავს ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის  დირექტორი  მაია ხეცურიანი.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ გავრცელებული დაავადება. მსოფლიოში 1,5 მილიარდ ადამიანს აღენიშნება მაღალი წნევა.  სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დღეს სწორედ,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს მათ 17.5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7.4 მილიონი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა, 6.7 მილიონი კი ინსულტით. მათივე  მტკიცებით, სიკვდილის შემთხვევათა 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ,  იმ რისკფაქტორების მოდიფიცირებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორებს შორის წამყვანი ადგილი არტერიულ ჰიპერტენზიას უკავია. და მაინც , რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპერტენზიას, როგორ ვმართოთ და ვუმკურნალოთ მას? რა რისკ-ფაქტორები არსებობს, რამდენად ხშირად უნდა გავიზმოთ წნევა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი.

არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან. ეს არის დაავადება,რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს. სწორედ ეს იწვევს ისეთ დაავადებს,როგორიცაა ინსულტი, ინფაქტი, თირკმლის უკამრისობა  და ა.შ  წნევას გააჩნია გარკვეული რისკ-ფაქტორები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჰიპერტენზიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები არ ვიცით. თუმცა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც უზრუნვლყოფენ წნევის მაჩვენებლის დარეგულირებას. წარმოუდგენელია,რომ წნევის დარეგულირება მხოლოდ ერთჯერადად მიღებული მედიკამენტით მოხდეს. სასიცოცხლოდ აუცილებელია,რომ ადამიანმა მუდმივად შეასრულოს ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება და მუდმივად აკონტროლოს არტერიული წნევა. ეს ყველაფერი განაპირობებს არსებულ რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებას“, – განმარტავს ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე.  როგორც ექიმი აღნიშნავს, დღეს საკმაოდ გავრცელებულია არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული ინსულტი და სწორედ არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს თავის ტვინის ინსულტის მთავარ რისკფაქტორს. თავისთავად, ინსულტი წარმოადგენს ყველზე საშიშ და ვერაგ დაავადებას, რომელიც მაღალი სიკვდილობით ხასიათდება. სპციალისტის თქმით, პრევენცია შესაძლებელია, რომლის წიანპირობას წარმაოდგენს არტერიული ჰიპერტენზიის დროულად გამოვლენა.

რაც შეეხება სიმპტომებეს, სპციალისტები აცხადებენ, რომ ძალიან რთულია რაიმე კონკრეტული სიმპტომის დასახელება, რომლის საფუძველზეც უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს.  კონკრეტული  სიმპტომი გამომჟღავნებული არ არის. ამიტომაც არტერიულ ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. საწყის ეტაპზე (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. სწორედ, ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, განსაზღვრული პერიოდულობით ვიკონტროლოთ წნევა, განურჩევლად იმისა, გვაწუხებს თუ არა რამე.ნებისმიერ დროს შეიძლება,რომ ადამიანმა წნევა გაიზმოს, თუ ამის საჭიროებას გრძნობს ან თუ მისი უბრალოდ გაკონტროლება უნდა.

 

მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“, უკვე ოთხი წელია  მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნული კამპანია ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციის  და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს Global Heart Hub პაციენტთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. მსოფლიომ მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოაცხადა, დღეს კი 17 მაისს სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  ჰიპერტენზია მსოფლიოში 1.3 მილიარდ ადამიანს აღენიშნება და იგი სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ დღემდე 2-დან ერთმა ადამიანმა ჰიპერტენზიით არ იცის ამის შესახებ. სწორედ გლობალური კამპანიის  „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ მიზანს  დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, წნევის გაზომვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და დაავადების დროული გამოვლენა წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ ცნობადობის ამაღლების გლობალურმა კამპანიამ  „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი აიღო 2018 წელს ფარმაცევტული კომპანია სერვიეს და ჰიპერტენზიის ასოციაციის ინიციატივით.   პროექტი უკვე ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯოსებას ემსახურება. დღეს კამპანიის მიღწევები  თვალსაჩინოა – ჯამში ამ 4 წლის განმავლობაში მსოფლიო მაშტაბით  27  მლნ. ადამიანი მოიცვა, რომელთა ინფორმირებულობა სწორედ სოციალური და სხვადასხვა მედიის საშუალებით მოხდა.  კამპანიის მნიშვნელოვანი გზავნილია:  „გაიზომე წნევა და არ დაგავიწყდეს წამლის მიღება – ამას შენთვის გეუბნები“. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, შარშან კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს 54 ქვეყანაში 650,000 ადამიანის სკრინინგი განხორციელდა. რაც შეეხება  საქართველოს მონაცემებს, გასულ წელს სკრინინგ კამპანიის ფარგლებში  1500-ზე მეტმა ზრდასრულმა ადამიანმა  შეძლო მიეღო კონსულტაცია სხვადასხვა კლინიკის ბაზაზე, წამყვან სპეცილიტებთან. იდენტიფიცირებული იყო  გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევებიც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გარკვეულ შემთხვევებში.

 

ინფორმაცია ჰიპერტენზიაზე

ცნობისათვის, ჰიპერტენზიის გავრცელება ყოველწლიურად მატულობას და იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის წამყვანი რისკ-ფაქტორია. ინსულტის შემთხვევების 62% განპირობებულია ჰიპერტენზიით. სხვა გართულებები ასევე შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას, პერიფერიულ ვასკულარულ დაავადებას, თირკმლის დაზიანებას, რეტინულ სისხლჩაქცევას და მხედველობის დაქვეითებას. ჰიპერტენზიითა და მისგან გამოწვეული გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად  დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება; ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის  და თირკმლის უკმარისობის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას. 2025 წელს, მოსალოდნელია ზრდასრული მოსახლეობის 29.2% -ს შეექმნას ჰიპერტენზიის პრობლემა, რაც 1.56 მლრდ ადამიანს შეადგენს.

 

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …