მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ვირუსების სეზონი უჩვეულოდ გახანგრძლივდა – გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები

ვირუსების სეზონი უჩვეულოდ გახანგრძლივდა – გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე პერიოდში რეპირაციული ვირუსების ცირკულაცია გაცილებით ინტენსიურია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, საერთო ჰოსპიტალიზაციის მიზეზებს შორის აღნიშნული ვირუსების წილი 14,6%-ია, შარშან იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი, კოვიდის გავრცელების მიუხედავად, 9,8 პროცენტი იყო.

რაც შეეხება ინციდენტობას, ანუ 100 ათას მოსახლეზე რესპირაციული ვირუსების შემთხვევებს, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 100-ს შეადგენდა, დღევანდელი მაჩვენებლით ეს მონაცემი 221-ია, ანუ შემთხვევების რაოდენობა ორჯერ და მეტადაა გაზრდილი.

ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სეზონური ვირუსების ასეთი გახანგრძლივება უჩვეულოა და ამ ეტაპზე თითქმის ყველა გავრცელებული ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის გრიპი, ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვა.

„წელს, განსხვავებით გასული წლებისგან, უჩვეულოდ გახანგრძლივდა რესპირაციული ვირუსების სეზონი. მათ შორის ყველაზე წამყვანი – გრიპის ვირუსი დღესაც ცირკულირებს ქვეყანაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს რესპირაციულ ვირუსებზე ზედამხედველობის სისტემა. უჩველოა, მაგრამ მაისი მთავრდება და გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი და კიდევ სხვა ვირუსები ისევ ცირკულირებს, განსაკუთრებით ბავშვებში, ამიტომ უნდა მოვახდინოთ ბავშვებში მიმდინარე მწვავე რესპირაციული დაავადებების დიფერენცირება კორონავირუსისგან,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …