საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული ხარჯებიდან ჯანდაცვაზე საშუალოდ 11.7%-მოდის. მონაცემებს, რომლებიც 2021 წლის მაჩვენებლებს ასახავს, საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, ოჯახების ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის ჯგუფზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე გაწეული ხარჯები (12,1%).
სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მცირე, 2%-იანი წილი განათლებაზე მოდის.