მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში უახლოეს პერიოდში მაიმუნის ყვავილის პისიარ-ტესტები შემოვა

საქართველოში უახლოეს პერიოდში მაიმუნის ყვავილის პისიარ-ტესტები შემოვა

საქართველოს უახლოეს პერიოდში იქნება სპეციფიკური პისიარ-ტესტები, რომელთა საშუალებითაც მაიმუნის ყვავილის იდენტიფიცირება მოკლე დროში, 2-3 საათში ხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ გააძლიერა ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე და ლუგარის ლაბორატორიაში არის შესაძლებლობა, დადგინდეს აღნიშნული ვირუსი.

გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ნამუშევარი აქვს ორტოპოკ (ანუ ადამიანის ნატურალური ყვავილით გამოწვეულ) ვირუსებზე და არსებობს ე.წ. პრაიმერები, რომლითაც ხდება ამ ვირუსების გამოკვლევა, მათ შორის გენომის სეკვენირებით. ხდება მაიმუნის ყვავილის  სეკვენირებაც, თუმცა ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ხოლო პისიარ-ტესტს, რომელსაც ახლა ქვეყანა ელოდება, ვირუსის 2-3 საათში დადგენა შეუძლია.

გამყრელიძის თქმით, მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი ქვეყანაში დაბალია, თუმცა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტის 21-დღიანი იზოლაცია მოხდება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …