მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მაიმუნის ყვავილის დიაგნოსტიკა საქართველოში შესაძლებელია – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

მაიმუნის ყვავილის დიაგნოსტიკა საქართველოში შესაძლებელია – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

საქართველოში არსებობს შესაძლებლობა, მაიმუნის ჩუტყვავილაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დიაგნოსტირება მოხდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს.

„ასეთი ზედამზედველობის სახე არსებობს გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, როდესაც  გამოირიცხება ის სტანდარტული დაავადებები, რომლებიც გამონაყრით მიმდინარეობს და შეიძლება წააგავდეს მაიმუნის ყვავილს, ასეთი სინჯების შემდგომი დიაგნოსტირება შესაძლბელია ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, მაიმუნის ჩუტყვავილის შემთხვევები უკვე გამოვლინდა ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.

არსებული  მონაცემებით, ინფექციის საინკუბაციო პერიოდი 7-14 დღეა. საწყისი სიმპტომები გრიპს წააგავს – სურდო, ციება, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, რომლებსაც ლიმფური კვანძების ჩაქცევები მოჰყვება, რაც ორგანიზმს დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.

რაც შეეხება მკურნალობას, მაიმუნის ჩუტყვავილის სამკურნალო კონკრეტული წამალი არ არსებობს. თუმცა არის ვაქცინა, რომლის გაკეთებაც დაავადების თავიდან ასაცილებლადაა შესაძლებელი. ამასთან, დაავადება 2 კვირაში ინკურნება.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …