„თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარე ახალი ინიციატივით გამოდის – გიორგი ბახტურიძის შეთავაზებაა, 2022 წლიდან დაბადებული ბავშვებისთვის, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ, აიკრძალოს თამბაქოს მიყიდვა, ანუ რეგულაცია 2040 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის ფარგლებში, მომავალი წლიდან სადა შეფუთვის რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიგარეტი ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნებისა და ლოგოს გარეშე გაიყიდება.
მაისში თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლიდან 4 წელი გავიდა. 2018 წელს მოწევა აიკრძალა დახურულ საჯარო სივრცეებში, როგორიცაა საკვები ობიექტები, ოფისები, უნივერსიტეტები, ტრანსპორტი. ასევე კანონით აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, რამდენჯერმე გაიზარდა აქციზის გადასახადიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კანონის შედეგად, ამ 4 წელიწადში ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება 4 %-ით შემცირდა და მოწევაზე უარი 100 000-მდე ადამიანმა თქვა.
კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ 2040 წლისთვის მწეველთა რაოდენობა ახლანდელი 27 %-დან 5 %-მდე შემცირებაა.