გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“, უკვე ოთხი წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნული კამპანია ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციის და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს Global Heart Hub პაციენტთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
მსოფლიომ მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოაცხადა, დღეს კი 17 მაისს სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჰიპერტენზია მსოფლიოში 1.3 მილიარდ ადამიანს აღენიშნება და იგი სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ დღემდე 2-დან ერთმა ადამიანმა ჰიპერტენზიით არ იცის ამის შესახებ. სწორედ გლობალური კამპანიის „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, წნევის გაზომვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და დაავადების დროული გამოვლენა წარმოადგენს.
„გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ – კამპანიის მთავარმა გზავნილმა წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან კოვიდ-19 პანდემიამ, 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო შეაფერხა ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ექიმთან მიმართვიანობის სიხშირე. არსებული გარემოებების დროს პროექტები, რომელიც მომატებული არტერიული წნევის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და დაავადების ადრეულ გამოვლენაზე არის მიმართული კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობა იძენს პაციენტისა და ჯანდაცვის სისტემისთვის და წლიდან წლამდე იგი უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს.
წელევანდელი წელი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ კომპანია „სერვიე“ ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს მიმდინარე კვირა, 16-21 მაისი, გამოცხადდა სკრინინიგს კვირეულად, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კლინიკის მხარდაჭერით და თბილისის მერიის ხელშეწყობით ხალხმრავალ ადგილებში გაიმართება სპეციალური მოძრავი სამედიცინო პუნქტები, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გაიკონტროლოს წნევა და მიიღოს პირველადი კონსულტაცია სპეცილისტისაგან. ეს კიდევ ერთი წინგადადგული ნაბიჯია დაავადების ადრეული გამოვლენისა და ჰიპერტენზიის მოსალოდნელი გართულებებისაგან პაციენტების დასაცავად. კონკრეტული ლოკაციები, თუ სად განთავსდება სკრინინგის პუნქტები წინასწარ დაანონსდება სოციალური მედიის მეშვეობით მითითებულ FB გვერდზე: servier georgia
ცნობადობის ამაღლების გლობალურმა კამპანიამ „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი აიღო 2018 წელს ფარმაცევტული კომპანია სერვიეს და ჰიპერტენზიის ასოციაციის ინიციატივით. პროექტი უკვე ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯოსებას ემსახურება. დღეს კამპანიის მიღწევები თვალსაჩინოა – ჯამში ამ 4 წლის განმავლობაში მსოფლიო მაშტაბით 27 მლნ. ადამიანი მოიცვა, რომელთა ინფორმირებულობა სწორედ სოციალური და სხვადასხვა მედიის საშუალებით მოხდა. კამპანიის მნიშვნელოვანი გზავნილია: „გაიზომე წნევა და არ დაგავიწყდეს წამლის მიღება – ამას შენთვის გეუბნები“. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, შარშან კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს 54 ქვეყანაში 650,000 ადამიანის სკრინინგი განხორციელდა. რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, გასულ წელს სკრინინგ კამპანიის ფარგლებში 1500-ზე მეტმა ზრდასრულმა ადამიანმა შეძლო მიეღო კონსულტაცია სხვადასხვა კლინიკის ბაზაზე, წამყვან სპეცილიტებთან. იდენტიფიცირებული იყო გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევებიც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გარკვეულ შემთხვევებში.
დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ კამპანიის ძირითადი მიზანი, როგორიცაა ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა – ნაწილობრივ შესრულებულია. თუმცა, პაციენტების მხრიდან დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და ინტესიური მეთვალყურება კვლავ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას ავუხსნათ წნევის მუდმივი კონტროლის მნიშვნელობა, რათა უკეთესად შეძლონ დაავადების მართვა და თავიდან აირიდონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ გართულებების რისკი. როგორიცაა ინფაქრტი, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა. კამპანია #გაიზომე წნევა ამას შენთვის გეუბნები“ მიმდინარე წელსაც მაისიდან ახალი შემართებით დავიწყეთ და მთავარ მიზანს კვლავ მოსახელოების მაქსიმალური ინფორმირება და დაავადების ადრეული დიაგნოსტირება წარმოადგენს. ამასთან, წელსაც დიდი ყურადღება დაეთმობა დაავადების სკრინინგს. გვჯერა, რომ ჰიპერტენზიის კონტროლის გზაზე მეგობრების და ოჯახის წევრების თანადგომა ფასდაუდებელია. ამიტომ, კამპანიის მთავარი ლაიტმოტივი ძვირფას და ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა და არტერიული წნევის გაზომვის მოწოდებაა. ამ წამოწყებას არაერთი წელია უამრავი ცნობადი სახე შემოურთდა, მათ შორის წამყვანი ექიმებიც ოჯახის პატარა წევრებთან ერთად. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას,“ – განმარტავს ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი.
ინფორმაცია ჰიპერტენზიაზე
ცნობისათვის, ჰიპერტენზიის გავრცელება ყოველწლიურად მატულობას და იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის წამყვანი რისკ-ფაქტორია. ინსულტის შემთხვევების 62% განპირობებულია ჰიპერტენზიით. სხვა გართულებები ასევე შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას, პერიფერიულ ვასკულარულ დაავადებას, თირკმლის დაზიანებას, რეტინულ სისხლჩაქცევას და მხედველობის დაქვეითებას. ჰიპერტენზიითა და მისგან გამოწვეული გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება; ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის და თირკმლის უკმარისობის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას. 2025 წელს, მოსალოდნელია ზრდასრული მოსახლეობის 29.2% -ს შეექმნას ჰიპერტენზიის პრობლემა, რაც 1.56 მლრდ ადამიანს შეადგენს.
„სერვიეს“ შესახებ
„სერვიე“ გლობალური ფარმაცევტული ჯგუფია, რომელსაც ფონდი მართავს. კომპანია წარმოდგენილია 150 ქვეყანაში და მასში დასაქმებულია 21,800 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით. მისმა მთლიანმა შემოსავალმა 2021 წელს 4.7 მლრდ. ევრო შეადგინა. „სერვიე“ დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც შემოსავლის დაახლოებით 20%-ის ინვესტირებას ყოველწლიურად ახდენს ახალი მედიკამენტების კვლევაში. პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა კომპანიის მთავარი მიზანია და ამისთვის იგი თანამშრომლობს აკადემიურ პარტნიორებთან, ფარმაცევტულ ჯგუფებთან და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან.
„სერვიე“ მრავალი წელია ლიდერია კარდიოლოგიის მიმართულებით და დღეს აქვს ამბიციაა გახდეს აღიარებული და ინოვაციური კომპანია ონკოლოგიაში. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: კარდიოვასკულარული და მეტაბოლური დაავადებები, ონკოლოგია, იმუნო-ანთებითი და ნევროდეგენერაციული დაავადებები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: www.servier.com