მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ვარდისფერი კამპანია“ – ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია სტარტს აიღებს

„ვარდისფერი კამპანია“ – ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია სტარტს აიღებს

11 მაისს, 18:00  საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში (მის: თავისუფლების მოედანი #2) „ვარდისფერი კამპანიის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ექიმი-ონკოლოგები, ბენეფიციარები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები,  საჯარო და კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და ონკოპაციენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და არაკომერციული ორგანიზაცია „ჰოუფის“ დამფუძნებელი,  ანა მაზანიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებით ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია სტარტს აიღებს, რომლის ინიციატორი სწორედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილია.

კამპანიის მიზანს ქალბატონებში კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებების,  დაავადებათა ადრეულ გამოვლენის, მათი გავრცელების შეზღუდვის, დროულ დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება, სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29   წლის  პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანია ,ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, ამ საკითხის შესახებ და სკრინიგის აუცილებლობაზე, რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება,რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. აღნიშნული მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გასმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი  ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ – განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და „ჰოუფის“ დამფუძნებელი,  ანა მაზანიშვილი.

ცნობისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობამ დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაიტაროს და მკურნალობის ინდივიდუალური პროცედურები დაიგეგმოს .სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გათვალისწინებით, მუნიციპალური მხარდაჭერით, პაციენტთა გამოჯანმრთელების კოეფიციენტი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ინფორმირების ნაკლებობა და დროული სკრინინგი მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანია რამდენიმე ეტაპს და აქტიობას მოიცავს და მასში ჩართული იქნებიან როგორც საჯარო ისე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საჯარო უწყების თანამშრომლებთან საიფორმაციო ხასიათის შეხვედრები და სქრინინგის ჩატარება, საკრებულოს თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ერთობლივი სპორტული აქტიობები, ფოტო კამპანია და ე. წ. ჩელენჯი, სოციალურ ქსელში.

„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”_ს , რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები,  ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.  “ევროპა დონა ”  ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში. სწორედ „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტის ანა მაზანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა კავკასიის ონკო საზოგადოება/ Caucasus Cancer Society H.O.P.E ფსიქო- სოციალური დახმარების ცენტრი.

ძუძუს კიბო განაჩენი არ უნდა იყოს! ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე!

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …