საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დახმარებით 10-12 წლის 32 000-მა გოგონამ უკვე ჩაიტარა აპვ-ს ვაქცინაცია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
„იყო დედა ნიშნავს, იზრუნო შენი შვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხო მომავალზე
პაპილომა ვირუსის ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 97 %-ით თავიდან აცილება,“- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიის ჩატარება 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებშიც დაიწყო.