პირბადის ტარების ვალდებულება საბავშვო ბაღებშიც მოიხსნა, სადაც, სკოლებისგან განსხვავებით, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ პერსონალს ეკისრებოდა. ამის შესახებ jandacva.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს. აღსაზრდელები პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების ვალდებულება 2 მაისიდან გაუქმდა ყველა დაწესებულებაში, გარდა სამედიცინო პროფილის ობიექტებისა (მათ შორის აფთიაქებისა) და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა (გარდა ტაქსებისა).
პირბადის ტარების ვალდებულება აღარც სკოლებშია. ამასთან, ბავშვებსა და სკოლების პედაგოგებს, სურვილის შემთხვევაში, პირბადის გამოყენება შეუძლიათ.