დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება დატოვებული იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
„ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი – კოვიდის სიტუაცია ძალიან დასტაბილურდა, დღეს მაგალითად 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და ძალიან მშვიდი ვითარებაა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებში, რადგან ბვავშვები ძალიან წუხან, და არა მხოლოდ ბავშვები, ყველანი. ჩვენ დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.