მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სახელმწიფო სისხლის ცენტრალურ დაწესებულებას ქმნის

სახელმწიფო სისხლის ცენტრალურ დაწესებულებას ქმნის

სახელმწიფო სისხლის ცენტრალური დაწესებულების შექმნას გეგმავს. ამისთვის ფართი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გამოყოფილი.

დაწესებულება უსაფრთხო სისხლის სისტემის რეფორმის ფარგლებში იქმნება. დაწესებულების შესახებ და ხარჯებზე “ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტში წერია, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ფართის რეაბილიტაციისთვის COVID-19 -ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოყოფილია 5 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხით რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს გაგრძელდება ფართის რეაბილიტაციის ღონისძიებები.

სისხლის ცენტრალური დაწესებულების ლაბორატორიული აღჭურვისთვის დამატებით საჭირო იქნება 10 მილიონი ლარი.

2022 წელს კონკრეტული საჭიროებების დაფინანსება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. მთლიანად ცენტრალური სისხლის დაწესებულებისა და ცენტრალური ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო იქნება 16 150 000 ლარის ერთჯერადი ინვესტიცია, რაც მოიცავს როგორც სისხლის
დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ასევე, აღჭურვას, ცენტრალურ ლაბორატორიას და სისხლის ჩამბარებელი მობილური და მუდმივი პუნქტების ამოქმედებას.

 

business-partner.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …