მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ნაადრევი მშობიარობის შემდეგ გოგონები ასაკოვან ქალებს ემსგავსებიან – გინეკოლოგის რჩევები

ნაადრევი მშობიარობის შემდეგ გოგონები ასაკოვან ქალებს ემსგავსებიან – გინეკოლოგის რჩევები

2021 წელს საქართველოში 20 წლამდე ასაკის 2 392 ქალმა იმშობიარა, 5 წლის წინ კი ამ ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვი 4 467 ქალმა გააჩინა. რაც შეეხება 45 წლის ასაკის შემდგომ ნამშობიარევ ქალებს, მათი რაოდენობა გასულ წელს 190 იყო. ყველაზე ხშირად საქართველოში ბავშვს 25-29 ასაკის ქალები აჩენენ. ქვეყანაში ბავშვის გაჩენის მომენტში დედის საშუალო ასაკი კი 26,2 წელია.

მეან-გინეკოლოგ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა დადგეს ოპტიმალურ დროს. მისი თქმით, საქართველოში 15-დან 19 წლამდე ასაკში დორსულების სხვადასხვა მიზეზია, მათ შორის რელიგიური. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც გოგონა მცირე ასაკში ოჯახში შექმნილი მდგომარეობის გამო ორსულდება.

„ზოგიერთ გოგონას თავის ოჯახში არაფრის იმედი არ აქვს, ხდება ბავშვის უგულვებელყოფა და ის სხვა გზას ეძებს. ეს სხვა გზა კი არის ახალგაზრდა, რომელიც მას სხვა გზით წაიყვანს და სწორედ ამ დროს ორსულდება. ასეთ გოგონებს მშობიარობის შემდგომი დეპრესია უვითარდებათ. მართალია, ამის მკურნალობაც შეიძლება, მაგრამ ხშირად ძალიან მძიმე გართულებები ვითარდება,“- აცხადებს თევდორაშვილი.  მისი თქმით, ფსიქოლოგიური ფაქტორების გარდა, ადრეულ ასაკში  ორსულობა და მშობიარობა ფიზიოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს, ისევე როგორც 40 წლის შემდეგ, რადგან პირველ შემთხვევაში მოზარდის მენჯი არ არის ჩამოყალიბებული მშობიარობისთვის, ხოლო მეორე შემთხვევაში კუნთოვან და იოგოვან აპარატს ელასტიურობა არ აქვს.

გარდა ამისა, მეან-გინეკოლოგის თქმით, გოგონები, რომლებიც ძალიან ადრეულ ასაკში აჩენენ შვილებს, 20-25 წლის ასაკში ვიზუალურად 40-59 წლის ქალებს გვანან, რადგან ორგანიზმი ახდენს გადაწყობა-ადაპტაციას და ადრეული მშობიარობა ქალს ძალიან ძვირი უჯდება. ამიტომ სპეციალისტი ამბობს, რომ ამ კუთხით განათლების დონე და ოჯახის დაგეგმვის უნარები მნიშვნელოვანია.

თევდორაშვილი ასევე ურჩევს ქალებს, მშობიარობებს შორის გარკვეული ინტერვალი დაიცვან, რათა საშვილოსნოს და ზოგადად ორგანიზმს ზედმეტი ტრავმა არ მიაყენონ.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …