მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ევექსი“ მოქალაქეებს პაპილომავირუსზე უფასო აცრის ჩატარებას სთავაზობს

„ევექსი“ მოქალაქეებს პაპილომავირუსზე უფასო აცრის ჩატარებას სთავაზობს

ქვეყანაში პოლიკლინიკების ერთერთი უმსხვილესი ქსელი „ევექსი“ მოსახლეობას პაპილომავირუსზე აცრას სთავაზობს, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავის დაცვის ეფექტიანი საშუალებაა.

აცრა ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალში არის შესაძლებელი, 10-18 წლამდე პირებს ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით უფასოდ ეკუთვნით.

ვირუსი კანიდან კანზე, სექსუალური და გენიტალური კონტაქტით გადადის და ვაქცინაცია რეკომენდებულია როგორც ქალებისთვის, ისე – მამაკაცებისთვისაც.

იმუნიზაცია უმჯობესია სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე.

ვიზიტის დასაჯავშნად უნდა დაუკავშირდეთ ნომერზე: 255 05 05

რა არის პაპილომა ვირუსი და რომელ ასაკში არის რეკომენდებული ვაქცინაციის ჩატარება.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა 80% თავისი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად ინფიცირდება პაპილომა ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.

2006 წლიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 75-ზე მეტ ქვეყანაში. ვაქცინას გავლილი აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი შემოწმება. მის უსაფრთხოებას 3 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზაც ადასტურებს. ვაქცინაცია ძალიან მაღალეფექტურია,  ვაქცინირებულების 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების მაღალი დამცველობითი ტიტრი.  ვაქცინაში შედის პაპილომა ვირუსის ის შტამები, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ყველაზე უფრო ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და გენიტალურ მეჭეჭებს.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს  90%-ის პრევენცია. ვაქცინაცია რეგულარულ სკრინინგთან ერთად წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.

აცრა ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალში არის შესაძლებელი და 10-18 წლამდე პირებს ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით უფასოდ ეკუთვნით. თუ, პირს ამ ასაკში არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, მისი ჩატარება შეგიძლიათ ზედა ასაკშიც. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა ვაქცინის მაღალეფექტურობა და უსაფრთხოება 45 წლის ასაკამდე.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …