მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » 90-იანების შემდეგ, 2021 წელს საქართველოში  გარდაცვალების მაქსიმალური წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

90-იანების შემდეგ, 2021 წელს საქართველოში  გარდაცვალების მაქსიმალური წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 1994 წლიდან, რომელიც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე ძველი მონაცემია. იგივე საქსტატის თანახმად, 2020-ში ქვეყანაში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, 2019, პანდემიამდელ წელს კი 46 659.

შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც – 2021 წელს ქვეყანაში 45 946 ბავშვი გაჩნდა, 2020 წელს  ეს მაჩვენებელი 46 520-ს შეადგენდა, 2019-ში კი  48 296-ს.

გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა ცალსახად უკავშირდება კოვიდპანდემიას: ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს საქართველოში კოვიდ 19-ით 11300-მდე ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ 2021-ში იყო პანდემიის ყველაზე მძიმე ტალღა, რომლის დროსაც კოვიდპაციენტების გარდაცვალების მაქსიმალურმა დღიურმა მაჩვენებელმა 86-საც კი მიაღწია.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …