არაკომერციული ორგანიზაცია ევროპა დონა საქართველო და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ აცხადებს სრულ მობილიზაციას უკრაინაში ონკოპაციენტების დასახმარებლად და მოუწოდებენ ყველას, ვისაც სახლში აქვს დარჩენილი ონკოლოგიური პრეპარატები მიიტანონ მათ Pink Space • ვარდისფერი სივრცე – ში, პეკინის 10 ნომერში ან ჩარიცხონ ნებისმიერი თანხა, რათა ორგანიზაციამ ონკოპაციენტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები შეიძინოს და უკრაინაში გაუგზავნოს.
ანგარიშის ნომერი:
#GE23BG0000000964105900
#GE42TB7168536020100002
მიმღები: ევროპა დონა ჯორჯია
#GE91BG0000000346018057
#GE63TB7374736080100013
მიმღები: ონკოსაზოგადოება ჰოუფი
„ვარდისფერ სივრცეში“ ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის, მათ შორის ჰიგიენური საშუალებების მიტანა.
„ვიბრძოლოთ ყველამ ისე, როგორც შეგვიძლია, ვიბრძოლოთ რითაც შეგვიძლია! მხოლოდ ერთად დგომით, ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მხარდაჭერით დამარცხდება 21-ე საუკუნის ფაშიზმი, რომელმაც თავისი სისასტიკე უკვე გამოსცადა უკრაინელ ხალხზე!“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.