მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ამ თაობას დავკარგავთ“ – თემურ მიქელაძე ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების დონეს საგანგაშოდ აფასებს

„ამ თაობას დავკარგავთ“ – თემურ მიქელაძე ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების დონეს საგანგაშოდ აფასებს

პედიატრი თემურ მიქელაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც პანდემიამ ბავშვებში გამოიწვია. ერთერთი აქტუალური თემა, რომელიც მშობლებს აწუხებს, კოვიდის გადატანის შემდეგ დაბალი სიცხეებია. მიქელაძე ამბობს, რომ დაბალი სიცხე არანაირი შეშფოთების საფუძველი არ უნდა იყოს, რადგან ბავშვებში ტემპერატურა 35,8-დან 37,3-მდე ნორმალურია და დამოკიდებულია ასაკზე, ასევე სხვადასხვა ადგილობრივ რეაქციაზე. პედიატრი მშობლებს ურჩევს, სიცხის გასაზომად იღლიის ელექტრონული თერმომეტრი გამოიყენონ და 37,3-მდე ტემპერატურის შემთხვევაში შვილებს არანაირი კლვევა არ ჩაუტარონ.

ამასთან, თემურ მიქელაძის თქმით, ტემპერატურის მატების მიზეზი შესაძლოა ნერვული გამაღიზიანებლებიც იყოს, ისეთი, როგორიცაა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, რომლებზე დამოკიდებულებაც მოზარდებში საგანგაშო დონეს აღწევს.

სწორედ ამ პრობლემას ასახელებს პედიატრი პანდემიის ერთერთ ყველაზე საყურადღებო შედეგად. მისი თქმით, 12-15 წლის ასაკამდე ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება განსაკუთრებით საგანგაშოა და ისეთ გართულებებს იწვევს, როგორიცაა თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, რაც ზოგჯერ ნევროლოგების, ნეიროფსიქოლოგების და სხვა სპეციალისტების, მათ შორის ფსიქიატრების ჩარევასაც კი ითხოვს.

თემურ მიქელაძის თქმით, ასევე გაიზარდა მიმართვიანობა კუნთების პრობლემებით, რაც მშობლებს ძვლოვანი პრობლემა ჰქონიათ, სინამდვილეში კი კუნთების დაჭიმულობას უკავშირდება და ასევე ეკრანდამოკიდებულების შედეგია. კერძოდ, მისი განმარტებით, სხვადასხვა გაჯეტის მოხმარებისას ბავშვები ერთ პოზაში სხედან, რა დროსაც ერთი კუნთი დაჭიმულია და იწყება წელის ტკივილი.

„მშობლებს ჰქონიათ, რომ ბავშვი გაკვეთილზეა, ამ დროს კი მეორე ტელეფონი უჭირავს ხელში და სხვადასხვა ჩათშია ჩართული. ამაზე უნდა არსებობდეს რეგულაციები და მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და მთავრობა უნდა გავერთიანდეთ პრობლემის მოგვარებისთვის. მშობლებს ჰგონიათ, რომ კერძო სკოლაში, სადაც გარკვეულ თანხას იხდიან, განსაკუთრებულ განათლებას იღებს მათი შვილი, მაგრამ ეს უკვე ასე აღარაა და პრობლემა უკვე ყველგან იდენტურია. ასე თუ გაგრძელდა და პრობლემა არ მოგვარდა, ამ თაობას დავკარგავთ,“ – აღნიშნავს თემურ მიქელაძე.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …