უკრაინის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მიზნით 4 დღეში საქართველოს 2 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას დაიწყო, ამ მიზნით უწყებაში 1963 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
შეგახსენებთ: 4 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე donor.moh.gov.ge, სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.
მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება .
უკრაინულ მედიაში ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია სისხლის კომპონენტების დეფიციტის შესახებ. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე საუბარია სისხლის დონორობის მსურველთა მხოლოდ დარეგისტრირებაზე. მათ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდებიან.