28 თებერვალს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (US CDC) მაღალი რანგის დელეგაცია, რომელიც ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც კლინიკის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებმა გამოხატეს სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია.
“მისასალმებელია, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა აგრესორის წინააღმდეგ, რაც იმის საწინდარია, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და შესძლებს დაიკავოს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ სამყაროში. დიდება უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს! დიდება საქართველოს!” – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, კლინიკს ინფორმაციით, ცენტრი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო ტესტირებას COVID-19-ზე და/ან ნებისმიერი სახის პროფილურ სამედიცინო მომსახურებას.