მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული მუშაობა
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო, ასევე ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვას. ჯანდაცვის პირველად რგოლში რეფორმა იწყება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული მუშაობა

გია ჟორჟოლიანი: პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო, ასევე ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვას. ჯანდაცვის პირველად რგოლში რეფორმა იწყება. სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებულია. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რეფორმის მომზადებასა და განხორციელებაში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“

პირველადი ჯანდაცვის რეფორმას საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ზოგადად, ჯანდაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი სახელმწიფო განვითარების საქმეში.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა. ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, ადამიანებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ სიცოცხლე, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და ა.შ. ამას ყველა აღიარებს. მე სხვა რამეზე მინდა ყურადღება შევაჩერო. ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს საქართველოს ეკონომიკაა და რა მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის არასახარბიელო.

თუ ჩვენ გვსურს განვითარება და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ გვჭირდება  რესურსების რადიკალური გუმჯობესება. პირველი რესურსი არის ადამიანური კაპიტალი, რომელიც არის ჩვენი მთავარი ძალა განვითარებისთვის. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, ვერ იქნება აქტიური. ამიტომ ჯანდაცვა და მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარებისთვის.

ნუ, ეს პროცესი არის არა მხოლოდ ადამიანური, ჰუმანური, არამედ საკმაოდ პრაგმატულიც, რადგან რეფორმა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს შემდგომ განვითარებას“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, ადამიანური რესურსის გაუმჯობესება განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რათა წინსვლა შესაძლებელი გახდეს.

„გარდა ამისა, უმნისვნელოვანესი მომენტია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო, ასევე ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვას. ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულება სწორია. რეფორმას სჭირდება ძალზედ ეფექტური და რაციონალური განხორციელება. მე იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება, თუმცა კორექტირების საშუალება ყოველთვისაა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

presa.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …