ევექსი ჰოსპიტლები საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს კონსულტაციებსა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უსასყიდლოდ გაუწევს. ქსელმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო მომსახურების მიღება საქართველოს მასშტაბით ქსელის 18-ვე ჰოსპიტალშია შესაძლებელი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად სპეციალურად უკრაინის მოქალაქეებისთვის 24 საათიან რეჟიმში ცხელი ხაზი +(995 032) 2 600 600 ამოქმედდა.
ჰოსპიტლების ჩამონათვალი და მისამართები განთავსებულია აღნიშნულ ლინკზე