მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ღამის კლუბების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

ღამის კლუბების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლუბების განხსნასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ღიბრაძემ განაცხადა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კლუბები ფუნქციონირებდა, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ, იკეტებიან.

„საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრონი“ და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი, რომ ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში ლიბერალიზაცია არ არის. არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დასაშვები იყო კლუბების მუშაობა, შეზღუდვები ამოქმედდა. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, არასწორია, რომ მათ არ მოუხდენიათ შესაბამისი რეაგირება დარღვევებზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბების გახსნა 17 დეკემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა გასულ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა არ გამართულა. ამის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ ეს დაწესებულებები, ორწლიანი პაუზის შემდეგ, მუშაობის განახლების უფლებას მიმდინარე კვირიდან მიიღებდნენ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …