იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, პედიატრი ივანე ჩხაიძე მცირეწლოვნების მშობლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დახურულ სივრცეში დაგეგმილი, ახალი წლის აღსანიშნავ ღონისძიებებზე შვილების წაყვანისგან.
„დახურულ სივრცეებში ბევრი ბავშვის შეკრება რისკთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ დელტა, არამედ ომიკრონ-შტამის საშიშროებაც. ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი მშობლები გაითვალისწინებენ რეალობას და თავს შეიკავებენ დახურულ სივრცეში ახალი წლის აღნიშვნისგან. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ვიყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, რადგან აქ ნაკლები რისკია ახალი, უცნობი კონტაქტის და ინფექციის გავრცელების. ასე რომ სადღესასწაულო ზეიმი დახურულ სივრცეში მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.