ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი იმ რეკომენდაციებს ჩამოთვლის, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საფრთხის პირობებში, დაინფიცირების თავიდან აცილებისთვის აქტუალურია.
ფეისბუქ -გვერდზე წერეთელი წერს:
„ახალი შტამი “ომიკრონი” და შემდეგი ორი კვირა. რას ვაკეთებთ თუკი ვხვდებით რომ “დიქტატორი მე” და მისი პარტია არ არის მთავარი ამ სიტუაციაში:
1) თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი;
2) თუ არ გაქვს გაკეთებული ბუსტერი, აუცილებლად გაიკეთე (ალბათ საქართველოც შეამცირებს 6 თვიან ინტერვალს);
3) დახურულ შენობებში აუცილებლად პირბადე;
4) რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ დახურული შენობები;
5) შეგიძლია იმუშაო სახლიდან? ნუ წახვალ ოფისში. კარგი მენეჯერები დატოვებენ თავიანთ ხელქვეითებს სახლში;
6) მოერიდეთ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრებს, ქეიფებს თუ სხვა ღონისძიებებს;
7) მოემზადეთ გონებრივად, რომ უნდა იმოქმედოთ უფრო ფრთხილად, თუ Omicron აღმოჩნდა უფრო ინფექციური უნარით, რომ აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, ან ორივე ერთად.
2-3 კვირაში ყველაფერი უფრო გაცილებით ნათელი გახდება, მანამდე კი უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს.“