მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » 2021 წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 400 მილიონამდე ლარით იზრდება

2021 წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 400 მილიონამდე ლარით იზრდება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება დაახლოებით 375 მლნ ლარით იზრდება. თანხის უდიდესი ნაწილი კოვიდის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს მოხმარდება.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს.

“მიმდინარე წელს ხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს, ხოლო ის ხარჯი, რომელიც იქნება გასაწევი უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, სრულად იქნება დაფინანსებული”, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …