მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ერთი ქალაქი რომ გაქრეს“ – რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მასშტაბებს

„ერთი ქალაქი რომ გაქრეს“ – რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მასშტაბებს

რომელიმე, 10-ათასიანი ქალაქი რომ გაქრეს, წარმოიდგინეთ რამხელა ტრაგედიაა – ასეთ შედარებას აკეთებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპია კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი კახა ჭელიძე საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების  მასშტაბების დემონსტრირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების  11 352 შემთხვევაა დადასტურებული.

კახა ჭელიძის თქმით, ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმ მსხვერპლის მასშტაბებს,  რომელიც ქვეყანამ კოვიდპანდემიის შედეგად მიიღო და სხვების სიცოცხლის გაიაფება თავდაცვითი მექანიზმია.

მისი განცხადებით, დღეში 70-80 ადამიანის გარდაცვალებას მოსახლეობა  უკვე  შეეჩვია და არაფრად მიაჩნია, თუმცა იგივე დამოკიდებულება არ აქვთ საკუთარი სიცოცხლის მიმართ.

„საკუთარი სიცოცხლე არავისთვის გაიაფებულა. ამაზე უნდა დაფიქრდნენ ადამიანები და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უნდა აიცრან“ – განაცხადა ჭელიძემ.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …